ka | en
Company Slogan TODO

კლიმატის ფონდები, როგორც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საერთაშორისო მეთოდი

ავტორი: მაია ცხვარაძე
საკვანძო სიტყვები: კლიმატის ცვლილება, პოლიტიკა, საერთაშორისო შეთანხმებები
ანოტაცია:

კლიმატის ფონდები, როგორც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საერთაშორისო მეთოდი მაია ცხვარაძე maia.tskhvaradze@graduateinstitute.ch გეოგრაფიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი.ჭავჭავაძის პრ. #3, 0179 თბილისი ანოტაცია კლიმატის ცვლილება როგორც გლობალური პრობლემა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. 1992 წლის 9 მაისს ქვეყნებმა მიიღეს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია, რაც საფუძვლად დაედო რიგ პოლიტიკურ პროცესებს კლიმატის სფეროში. 2015 წელს კონვენციის ყველა წევრმა ქვეყნამ მიიღო პარიზის შეთანხმება, რითაც ქვეყნებმა (მათ შორის საქართველომ) აიღეს ვალდებულება შეამცირონ ეროვნული ემისიები და შეზღუდონ ტემპერატურის ზრდა 2 გრადუსამდე. ვინაიდან ყველა ქვეყანას არ აქვს თანაბარი საშუალება შეებრძოლოს კლიმატის ცვლილებას, კონვენციის ფარგლებში შეიქმნა ფინანსური მექანიზმები, რათა დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს აღნიშნულ საკითხთან გასამკლავებლად. საქართველომ ვალდებულების აღების დროს დააფიქსირა, რომ მისი შესრულება დიდწილად დამოკიდებული იქნება საერთაშორისო დახმარებებზე, შესაბამისად ქვეყნისთვის აღნიშნულ რესურსებზე წვდომა მთავარი პრიორიტეტია. კლიმატის მწვანე ფონდი შეიქმნა 2010 წელს მხარეთა მე-16 შეხვედრაზე (COP 16) კანკუნში, როგორც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მთავარი ფინანსური მექანიზმი. განვითარებულმა ქვეყნებმა აიღეს ვადებულება მობილიზება გაუკეთონ 100 მლრდ აშშ. დოლარს და დაეხმარნონ განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, როგორც საადაპტაციო ასევე შერბილების ღონისძიებების გატარებით. ფონდი მისი წინამორბედი მექანიზმებისაგან განსხვავებით, გასცემს ისეთი ტიპის ფინანსურ რესურსებს: გრანტი, სესხი, გარანტა და კაპიტალი, მასში მნიშვნელოვანი როლი უკავია კერძო სექტორითან თანამშრომლობას, შესაბამისად ზემოაღნიშნული ახლებური ხედვით არის ყველაზე ინოვაციური ინსტიტუცია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com