ka | en
Company Slogan TODO

კლიმატის ცვლილების საერთაშორისო შეთანხმებები და ეროვნული პოლიტიკა

ავტორი: მაია ცხვარაძე
საკვანძო სიტყვები: კლიმატის ცვლილება, პოლიტიკა, საერთაშორისო შეთანხმებები
ანოტაცია:

კლიმატის ცვლილების საერთაშორისო შეთანხმებები და ეროვნული პოლიტიკა მაია ცხვარაძე maia.tskhvaradze@graduateinstitute.ch გეოგრაფიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #3, 0179 თბილისი 1979 წელს კლიმატისადმი მიძღვნილმა პირველმა მსოფლიო კონფერენციამ კლიმატის ცვლილება სერიოზულ პრობლემად აღიარა. ამ სამეცნიერო თავყრილობამ გამოიკვლია და გააანალიზა, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს კლიმატის ცვლილებამ ადამიანის საქმიანობაზე. კონფერენციას მოყვა რიგი პოლიტიკური პროცესები, რის შედეგადაც 1992 წელს რიო დე ჟანეიროში ხელი მოეწერა კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციას. აღნიშნული სამიტი გახდა სახელმწიფოთა მეთაურების ოდესმე ჩატარებულები შეხვედრებიდან უდიდესი. კონვენციის ფარგლებში 1997 წელს ხელი მოეწერა კიოტოს ოქმს. ოქმი წარმოადგენს კლიმატის ცვლილების კონვენციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას. მისი მთავარი თავისებურება ისაა, რომ ოქმი ადგენს ინდუსტრიალიზებული ქვეყნებისათვის სათბურის გაზების შემცირების სავალდებულო მიზნებს. მას შემდეგ რაც განვითარებადი ქვეყნების ემისიებმა გადააჭარბეს განვითარებული ქვეყნების ემისიებს, დღის წესრიგში დადგა ახალი შეთანხმების მიღება, რომლის მიხედვით განვითარებადი ქვეყნებიც ივალდებულებდნენ შეეზღუდათ საკუთარ ქვეყნებში სათბურის გაზების ემისია. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 2015 წლის 30 ნოემბერი - 11 დეკემბერს, მხარეთა კონფერენციის 21-ე სესიაზე კონვენციის მხარე ქვეყნებმა მიიღეს „პარიზის შეთანხმება“. შეთანხმების მიღებამდე მხარე ქვეყნებმა, (მათ შორის საქართველომ) კონვენციის სამდივნოში წარადგინეს „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის“ დოკუმენტი (Intended Nationally Determined Contribution – INDC), რომელშიც ასახულია ქვეყნის მიზანი შეამციროს „სათბურის გაზების“ ემისია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com