ka | en
Company Slogan TODO

ქართული ფორთოხლის კანიდან გამოყოფილი ფლავინოიდური ექსტრატის ანტიოქსიდანტური თვისების შესწავლა

ავტორი: ქეთევანი მენაბდე
თანაავტორები: ბურჯანაძე გიორგი, კოშორიძე ნანა
საკვანძო სიტყვები: ფსიქო-ემოციური სტრესი, ფლავონოიდები, ანტიოქსიდანტური სისტემის ფერმენტები
ანოტაცია:

ადგილობრივი საადრეო ჯიშის ქართული ფორთოხლის კანიდან გამოყოფილია ფლავინოიდური თვისების მქონე პოლიფენოლური ნაერთების შემცველი ექსტრაქტი (GOF). შესწავლილია GOF-ის გავლენა ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში დაქვეითებული გულის კუნთის უჯრედებისა და სისხლის ანტიოქსიდანტურ სისტემის მდგომარეობაზე. ნაჩვენები იქნა, რომ სტრესის პარალელურად GOF-ის შეყვანა ორგანიზმში აუმჯობესებს როგორც გულის კუნთის უჯრედების, ასევე სისხლის ფუნქციურ მდგომარეობას, რაც გულისხმობს სტრესის პირობებში დაქვეითებული ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობის მატებას, ასევე ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროცესის ნორმალიზირებას და Ca2+-ის იონისა და NO-ს რაოდენობის კორექციას. მიღებული შედეგები შედარებული იქნა ასევე ციტრუსებიდან გამოყოფილი ისეთი ფლავინოიდის ეფექტებს, როგორიცაა ნობილეტინი. ნაჩვენები იქნა, რომ სტრესის პირობებში GOF-ის შეყვანით გამოწვეული ანტიოქსიდანტური სისტემის ცვლილებები ნობილეტინის ეფექტების ანალოგიურია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com