ავტორიზაცია
მდინარე არაგვის აუზის ზედაცარცული ნალექების იქნოლოგიურ-სედიმენტოლოგიური კვლევა : წინასწარი შედეგები
ავტორი: ზურაბ ლებანიძეთანაავტორები: გიორგი ჭანკვეტაძე, თამარ ბერიძე, სოფიო ხუციშვილი
საკვანძო სიტყვები: კამპანური, მაასტრიხტული, მარცვლოვანი კირქვები, ნამარხი ნაკვალევები, იქნოფაციესი
ანოტაცია:
საკვლევი ტერიტორია მდებარეობს კავკასიონის სამხრული ფერდის ნაოჭა ზონის ჟინვალი- გომბორის სტრუქტურულ-მორფოლოგიური ერთეულის ჩრდილო ნაწილში. მდ.არაგვის აუზის კამპანურ-მაასტრიხტულ ნალექებში ჩვენს მიერ წინასწარი განსაზღვრით დადგენილი იქნოკომპლექსი: Chondrites intricatus (Brongniart), Ch. targionii (Brongniart), Ch. affinis (Brongniart), Halopoa imbricata Torell, Helminthopsis isp., Megagrapton isp., Ophiomorpha annulata (Ksiᶏżkiewicz), Oph. rudis (Ksiᶏżkiewicz), Planolites isp, Protopaleodictyon isp., Scolicia strozzii (Savi & Meneghini), Spirorhaphe isp.,Thalassinoides isp., Trichichnus linearis Frey, Zoophycos isp. - ღრმა ზღვის Nereites-ის იქნოფაციესზე მიუთითებს. სანტონ-მაასტრიხტულის ფაციესების და პალეოგეოგრაფიის რუკის (ცაგარელი, 1954, ნახ. 33) მიხედვით ჟინვალი-გომბორის სტრუქტურულ-მორფოლოგიური ერთეულის ჩრდილო ნაწილი წარმოადგენდა ტურბიდიტური ნალექდაგროვების ღრმაწყლიან აუზს, რაც იქნოკომპლექსის შემადგენლობის ანალიზითაც დასტურდება.
მიმაგრებული ფაილები:
მდინარე არაგვის აუზის ზედაცარცული ნალექების იქნოლოგიურ-სედიმენტოლოგიური კვლევა : წინასწარი შედეგები [ka]Ichnological - Sedimentological Studies of Upper Cretaceous Sediments of the River Aragvi Basin: Preliminary Results [en]