ავტორიზაცია
მუსიკის გავლენა რეაქციის დროზე ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებში
ავტორი: მარიამ მიხელიძესაკვანძო სიტყვები: რეაქციის დრო, ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი
ანოტაცია:
მოხსენების მიზანია, რეაქციის დროის ცვლილების დაფიქსირება (ამ ფაქტის არსებობის შემთხვევაში) ცდისპირთათვის მომადუნებელი, დამამშვიდებელი კომპოზიციის მოსმენის შემდგომ. რეაქციის დრო წარმოადგენს დროით ინტერვალს ნაჩვენებ სტიმულსა და ცდისპირის პასუხს შორის. მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც სიტუაციურ ცვლადებს, ასევე პიროვნებისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა ნიშან-თვისებას, ტემპერამენტს და ა.შ. კვლევის ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ მსგავსი სახის მუსიკა გავლენას, კერძოდ, რეაქციის შენელებას იწვევს მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. კვლევა ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის მხარდაჭერით და ამ დეპარტამენტის სტუდენტების მიერ კონსტრუირებული ხელსაწყოების გამოყენებით.