ავტორიზაცია
ნეიტრინული შემთხვევა IceCube-170922A და მულტიმესენჯერული დაკვირვებები
ავტორი: გოგიტა პაპალაშვილიანოტაცია:
მულტიმესენჯერული ასტრონომია აერთიანებს ასტროფიზიკური ობიექტების დაკვირვებასა და შესწავლას სხვადასხვა სიგნალებით, კერძოდ ელექტრო-მაგნიტური გამოსხივებით, გრავიტაციული ტალღებით, ნეიტრინოებით და კოსმოსური სხივებით. ასეთი კვლევა ისეთი პროცესების დაკვირვების საშუალებას იძლევა, რომლებიც ცალკე აღებული სიგნალების ფარგლებს ცდება. მულტიმესენჯერული დაკვირვებების მიზნით შექმნილია სხვადასხვა ტიპის ტელესკოპების და დეტექტორების გლობალური ქსელი. როდესაც ერთი ტელესკოპი ან დეტექტორი დააკვირდება განსაკუთრებულ შემთხვევას, ის გზავნის შეტყობინებას მულტიმესენჯერულ ქსელში, რომ ამ შემთხვევის დაკვირვევა სხვა სიგნალებით მოხდეს. IceCube ნეიტრინულმა ტელესკოპმა 2017 წლის 22 სექტემბერს დააფიქსირა დაახლოებით 290 ტევ ენერგიის ნეიტრინო, რომელიც კოსმოსიდან მოსულ ნაწილაკად მიიჩნიეს. ნეიტრინული შემთხვევის (IceCube-170922A) პარამეტრები გადაეცა მულტიმესენჯერულ ქსელს, რომ ეს შემთხვევა სხვა სიგნალებით შეესწავლათ. ელქტრო-მაგნიტური სიგნალების დაფიქსირებამ (მათ შორის რადიო ტალღების და g- სხივების დიაპაზონში) იმავე მიმართულებიდან ცალსახად აჩვენა, რომ IceCube-170922A შეთხვევის წყარო იყო ბლაზარ TXS 0506+056. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაღალი ენერგიების კოსმოსური ნეიტრინოს წყარო დადგინდა. ამ მულტიმესენჯერულმა დაკვირვებან აჩბენა, რომ ბლაზარი TXS 0506+056 კოსმოსური სხივების წყაროს წარმოადგენს.