ავტორიზაცია
შუაოკეანური ქედების და ცხელი ლაქების ვულკანიზმი
ავტორი: ლევან ლომსაძეანოტაცია:
ლითოსფერული ფილების გლობალური ტექტონიკის თეორია ბოლო ნახევარი საუკუნეა რაც არსებობს და განსხვავებით ადრეა რსებული ფიქსისტური გეოტექტონიკური თეორიებისაგან, იგი ყველაზე დამაჯერებლად ხსნის დედამიწის გეოლოგიური აგებულების თავისებურებებსა და დედამიწის შიგნეთში თუ მის ზედაპირზე მიმდინარე სხვადასხვა გეოდინამიურ პროცესებს, მათ შორის ვულკანიზმის მოვლენას, მის გავრცელებას, ხასიათსა თუ სხვა პარამეტრებს. თანამედროვე აქტიური ვულკანიზმი თავიანთი პოზიციის და გენეზისის მხრივ დაკავშირებულია ლითოსფერული ფილების რიფტულ, სუბდუქციურ, კოლიზიურ და შიდაფილურ არეებთან. აღნიშნული ტიპის ვულკანიზმი განსხვავდებიან არამარტო თავიანთი პოზიციით ლითოსფერული ფილების ამა თუ იმ უბნებისადმი, არამედ განსხვავდებიან ქიმიზმით, გეოქიმიური და პეტროლოგიური პარამეტრებითა და ვულკანის აქტიურობის მაჩვენებლებით. მაგმის განსხვავებული ქიმიური შედგენილობა განსაზღვრავს მის სიბლანტეს, რაც პირდაპირ აისახება ვულკანის ამოფრქვევის ტიპზე, მის სიძლიერეზე და ხასიათზე. ჩვენ შევეხებით შუაოკეანურ ქედებს და ცხელ ლაქებს, ე.წ ჰოტსპოთებს. დღეისათვის ბერვი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, რომლებიც ნათლად ასახავენ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გარემოსადმი და ადამიანებისადმი მიყენებულ კატასტროფულ ზარალს. ასეთია ვულკან ჰავაიზე და ისლანდიაში მდებარე ვულკანები თუ გეიზერები და მსგავსი მაგალითის მოყვანა მრავლად შეგვიძლია. ოკეანის ფსკერზე ბევრი აქტიური ჰოტსპოტია, ასევე დიდია სიგრძე შუაოკეანური ქედებისაც, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანთათვის და საჭიროა მაქსიმალური ყურადღების მიქცევა და ამოფრქვევის სწორი, დროული პროგნოზირება მოსალიდნელი კატასტროფული ზარალის თავიდან ასაცილებლად.
მიმაგრებული ფაილები:
შუაოკეანური ქედების და ცხელი ლაქების ვულკანიზმი [ka]