ავტორიზაცია
ტალახის ვულკანიზმის შესახებ
ავტორი: ირაკლი ჯავახიშვილისაკვანძო სიტყვები: ტალახი, ვულკანები, ტალახის ვულკანები, გეოლოგია
ანოტაცია:
ტალახის ვულკანიზმის შესწავლა გეოლოგიური დარგის ერთერთი მთავარი მიმართულებაა. ტალახის ვულკანები კი – დედამიწის ქერქის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ბუნებრივი მოვლენაა. ტალახის ვულკანების შესწავლა გვაძლევს საშუალებას გავიგოთ დედამიწის ზედა ფენის აგებულების შესახებ და გეოქიმიურ პროცესებზე, რაც აუცილებელია დედამიწის ქერქის სიღრმეების შესწავლასა და ნავთობგაზიანობის განსაზღვრისათვის. ტალახის ვულკანებს, შეზღუდული გავრცელება ახასიათებს და იგი გავრცელებულია დაახლოებით 30 ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ ქვეყნებიდან ყველაზე საინტერესოა აზერბაიჯანი – დედამიწაზე რეგისტრირებული 800 ტალახის ვულკანიდან, 400-ზე მეტი მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანში შეინიშნება ტალახის ვულკანების გამოვლინების ყველა შესაძლო ფორმა (მოქმედი, ჩამქრალი, ნამარხი, წყალქვეშა, ქუნძულის და ნავთობიანი). საქართველოშიც არსებობს ტალახის ვულკანები. ყველა ეს ვულკანი აღმოსავლეთ საქარველოში მდებარეობს: კახეთის ქედის ჩრდილო და სამხრეთი ფერდობების აღმოსავლეთ ჩაძირვის ზონაში და სამხრეთ კახეთში. ერთი ვულკანი კი მდებარეობს შიდა ქართლში. სულ საქართველოში ცნობილია 15 ტალახის ვულკანი: კავთისხევი, ბაკანა, თხილისხევი, ახტალა, ლაკბე, ფხოველი, დასავლეთი ქილა-კუპრა, ცენტრალური ქილა-კუპრა, აღმოსავლეთი ქილა-კუპრა, ნავთის ჭები, ბაიდა, ალაჯიღი, პოლპოი-თეფე, ჩრდილო ტულკი-თეფე და სამხრეთი ტულკი-თეფე. საქართველოს ტალახის ვულკანები ასაკობრივ და გენეტურ კავშირშია აზერბაიჯანის ტალახის ვულკანებთან. მათი შესწავლა არანაკლებად საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს დედამიწის შეგნეთში მიმდინარ პროცესებზე. თემაში განხილულია მსოფლიოს და განსაკუთრებით აზერბაიჯანისა და საქართველოს ტალახის ვულკანები. მათი წარმოშობის საკითხი, მორფოლოგია, მახისიათებლები და გეოქიმია.
მიმაგრებული ფაილები:
About the Mud Volcanism [en]ტალახის ვულკანიზმის შესახებ [ka]