ka | en
ავტორიზაცია
ჰოლის ეფექტი და უმდაბლესი ლანდაუს დონის კვანტური ველი
ავტორი: მერაბ ელიაშვილითანაავტორები: გიორგი ციციშვილი
საკვანძო სიტყვები: ჰოლის კვანტური ეფექტი, უმდაბლესი ლანდაუს დონე, ლაგრანჟიანი, სიმკვრივის ოპერტორი
ანოტაცია:
ძლიერი მაგნიტური ველის პირობებში კვანტური ჰოლის ეფექტის თანამიმდევრული აღწერა კვანტური ველების ტერმინებში მოითხოვს ველებისა და მდგომარეობების სივრცის დაპრო-ექცირებას უმდაბლეს ლანდაუს დონეზე (LLL). როგორც ამგვარი დაპროექცირების ალტერნატივას, ჩვენ განვიხილავთ მატერიის არა-რელატივისტურ (შრედინგერის) კვანტურ ველს, რომელიც შეესაბამება LLL მდგომარეობებს. აგებულია შესაბამისი ქმედება და მიღებულია სიმკვრივის ოპერატორის გამოსახულება. ეს მიდგომა შეიძლება განზოგადდეს რელატივისტური (დირაკის) ტიპის ველისათვისაც 2+1 განზომილების შემთხვევაში. ამის საჭიროება უკავშირდება გრაფენში დამზერილ კვანტურ ჰოლის ეფექტს.