ავტორიზაცია
სოლენოიდების ინდუქტივობის გამოთვლა
ავტორი: თეონა ჯობავასაკვანძო სიტყვები: ინდუქტიური კოჭები, ინდუქტივობა
ანოტაცია:
სოლენოიდების ინდუქტივობის გამოთვლა თეონა ჯობავა ელ-ფოსტა: teona.jobava@gmail.com ელექტრული და ელეტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თბილისი ჭავჭავაძის გამზ 1 დღესდღეობით უფრო და უფრო აქტუალური ხდება უსადენო (ინდუქტიური) დატენვა. ამ დროს გადამცემი კოჭიდან გამოსხივებული ველით მიმღებ კოჭაში აღიძვრება დენი, რომელიც შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბატარეის დასატენად. ასევე ძალიან აქტუალური თემა არის ფილტრები, რომლებიც წარმოუდგენელია ინდუქტიური კოჭებისა და ტევადობების გარეშე. ამ თემებში კარგად გასარკვევად საჭიროა შევისწავლოთ კოჭების (სოლენოიდების) ინდუქტივობა. ნაშრომში წარმოდგენილია ინდუქტივობის გამოთვლის რამდენიმე მეთოდი: როზას ფორმულით, გროვერის ფორმულით, რეილეის ფორმულით და ასევე გაზომვების მაგივრად, შესადარებლად გამოყენებულია EMCoS Studio -ში აგებული მოდელის გამოთვლის შედეგები. ეს ყველა მეთოდი შემდეგ შედარებულია ერთმანეთთან. ) ლიტერატურა [1] X. Lu, P. Wang, D. Niyato, D. In Kim, Z. Han, Wireless Charging Technologies: Fundamentals, Standards and Network Applications. IEEE Communications, Surveys and Tutorials, 14. Nov. 2015. [2] E.B . Rosa, Calculation of the self-inductance of single-layer coils. Bulletin of the Bureau of Standards. NBS Bulletin Volume 2. Issue 2, p 161, August 1906. [3] D.W. Knight, An introduction to the art of Solenoid Inductance Calculation With emphasis on radio-frequency applications. Version 0.20 (unfinished). [Online], Available: http://g3ynh.info/zdocs/magnetics/. [4] EMCoS: EMCoS Studio (2019) [Online], Available: http://www.emcos.com/.