ავტორიზაცია
თანამედროვე ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებში მაღალი ძაბვის ენერგიის შემნახველი სისტემების მიმოხილვა
ავტორი: გიორგი კაპანაძესაკვანძო სიტყვები: ელექტრომაგნიტური თავსებადობა, ენერგიის შემნახველი სისტემები, დაცვის სისტემები
ანოტაცია:
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიებისთვის დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას მაღალი ძაბვის აკუმულატორების ბლოკები წარმოადგენენ. ელექტრომაგნიტური თავსებადობის სტანდარტების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია საავტომობილო ინდუსტრიაში. ის უზრუნველყოფს სხვადასხვაგვარი მოწყობილობების და მათ შორის აკუმულატორების თანადროულ მუშაობას და ასევე იძლევა იმის გარანტიას რომ ადამიანები არ იქნებიან დასხივებულნი ორგანიზმისათვის საშიში ენერგიების მქონე ველებით. უკვე დღეს, მოწინავე ავტო-მწარმოებლები გამოდიან მსოფლიო ბაზარზე ელეტრო-მობილების ახალი მოდელებით, როგორიცაა მაგალითად: VW e-Golf, Renault ZOE, Nissan Leaf, Tesla Model 3. უახლოეს მომავალში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება. ელექტრომობილი საჭიროებს დიდ სიმძლავრეებს 20 kW-დან ზემოთ, რის გამოც საავტომობილო მწარმოებლები იძულებულნი არიან გამოიყენონ მაღალი ძაბვის აკუმულატორები (დაახლოებით 400 V- ის რიგის) რათა კაბელებში გამავალი დენები შემცირდეს. შედეგად მცირდება კაბელებიდან გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ველები. აკუმულატორების დაცვისთვისა და მართვისთვის არსებობს დაბალ დენებზე მომუშავე მონიტორინგისა და მართვის სისტემები. ამ სისტემების სასიგნალო კაბელებში შესაძლოა შეაღწიოს მაღალი ძაბვის კაბელებიდან გამოსხივებულმა ელექტრომაგნიტურმა შეფერხებებმა. კონსტრუირების დროს აუცილებელია დაცული იყოს ყველა საჭირო სტანდარტი რათა გამართულად და საიმედოდ მუშაობდეს ენერგიის შემნახველი სისტემა. მოხსენებაში განხილულია მაღალი ძაბვის აკუმულატორების ბლოკების შიდა არიქტექტურა ელექტრომაგნიტნური თავსებადობის პრობლემების თვალსაზრისით.