ka | en
Company Slogan TODO

სედიმენტაციური ტექსტურები

ავტორი: ნინო კობახიძე
საკვანძო სიტყვები: სედიმენტაციური ტექსტურები, დანალექი ქანები, ნალექდაგროვების გარემო
ანოტაცია:

სედიმენტაციური ტექსტურა დანალექი ქანების მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ისინი გამოვლენილია შრის ზედა და ქვედა ზედაპირებზე და ასევე შრის შიგნით. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ დალექვის პირობები, პროცესები, იმ ნაკადების მიმართულება, რომელმაც გამოიწვია სედიმენტის დალექვა და დავადგინოთ დანაოჭებული ქანების არეალში შრის ასაკები. სედიმენტაციური ტექსტურა ძალიან მრავალფეროვანია და უმეტესობა ვლინდება ნებისმიერ ლითოლოგიურ ქანში. ისინი ვითარდება ფიზიკური და/ან ქიმიური, ბიოგენური პროცესების შედეგად, დალექვის დრომდე, დალექვის პერიოდში და შემდეგ. შესაძლებელია სედიმენტაციური ტექსტურების ხუთ კატეგორიად დაყოფა: ეროზიული, დალექვისდროინდელი - ნებისმიერი ტიპის სედიმენტისთვისაა დამახასიათებელი, დალექვისდროინდელი - ძირითადად კირქვებში, დალექვისშემდგომი/დიაგენეტური და ბიოგენური. სედიმენტაციური ტექსტურები თამაშობს მნიშვნელოვან როლს სედიმენტაციური პროცესების ინტერპრეტაციაში, რომელიც საწყისი წერტილია ნალექდაგროვების გარემოსა და პალეოგეოგრაფიის რეკონსტრუქციაში. აქედან გამომდინარე ამ ნაშრომს აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა, როგორც გეოლოგიური (ლითოლოგიური, სედიმენტაციური) თვალსაზრისით, ისე მათ კვლევას მოაქვს ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ასპექტები, ხშირად უნიკალური გზები, რომელთა სწავლა მოითხოვს დაკვირვების, წარმოსახვის და მეცნიერული მიდგომების კომბინაციას, რაც საბოლოოდ გვაძლევს შესაძლებლობას დავაკმაყოფილოთ კითხვაზე პასუხი: თუ რა ხდება ჩვენ გარშემო, სამყაროში.


მიმაგრებული ფაილები:

სედიმენტაციური ტექსტურები [ka]
Sedimentary Structures [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com