ავტორიზაცია
თანამედროვე ავტომობილების ურთიერთკავშირის სისტემების (V2V - Vehicle to Vehicle, V2X - Vehicle to Infrastructure) მიმოხილვა.
ავტორი: დავით იმნაძეთანაავტორები: დიანა ერემიანი, ზვიად კუჭაძე, ბადრი ხვიტია
ანოტაცია:
თანამედროვე ავტომობილებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა უსაფრთხოების სისტემებს. მათი გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა V2V (vehicle to vehicle) da V2X (vehicle to infrastructure) სისტემები. ეს სისტემები მუშაობენ ახლო რადიუსში, უსადენო კავშირის მეშვეობით. ისინი აკავშირებენ მანქანებს ერთმანეთთან და ატყობინებენ მანქანის სიჩქარეს, ადგილმდებარეობასა და მიმართულებას. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სისტემას შეუძლია იწინასწარმეტყველოს საგზაო შემთხვევის ალბათობა და შეატყობინოს იგი მძღოლს, რათა მან დროულად მოასწროს რეაგირების მოხდენა. დახვეწილი სისტემები კი დამუხრუჭებას მოახდენენ ადამიანის დაგვიანების შემთხვევაშიც. ამ ნაშრომში განხილული იქნება ამ სისტემების შემადგენელი მოწყობილობა, კერძოდ LTE ანტენა. იგი მუშაობს სპეციალურად ამ სისტემებისათვის გამოყოფილ სიხშირულ დიაპაზონში და პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმოცვლაზე.