ავტორიზაცია
ნიადაგის დეგრადაცია - გამოწვევები საქართველოსთვის
ავტორი: ბესიკ კალანდაძეთანაავტორები: ილია კალანდაძე
საკვანძო სიტყვები: ნიადაგი, ნიადაგის ნაყოფიერება, ნიადაგების დეგრადაცია
ანოტაცია:
თანამედროვე კაცობრიობა კვების პროდუქტების 93 % ნიადაგის ნაყოფიერებით იღებს. ნაყოფიერი ნიადაგის ფართობი კი თანდათან მცირდება, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობა 2050 წლისთვის გაიზრდება 3,0 მილიარდი ადამიანით და 9 მილიარდს მიაღწევს. თუკი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში მსოფლიოში მარცვლეული კულტურებით დაკავებული ფართობი ერთ სულ მოსახლეზე შემცირდა 0,23-დან 0,12 ჰა–მდე, 2050 წლისთვის იგი შეადგენს, სულ რაღაც, 0,07 ჰექტარს. ეს უკვე კრიტიკული სიდიდეა, რომლის კომპენსირება ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებით ძალიან ძნელი იქნება. მსოფლიოში სახნავად ვარგისი 3 მილიარდ 278 მილიონი ჰექტრიდან დღეს იხვნება 1.5 მილიარდი ჰექტარი; დარჩენილი მოუხნავი მიწები უპირატესად წარმოდგენილია დაბალნაყოფიერი ნიადაგებით და მათ ასათვისებლად დიდი დანახარჯებია საჭირო. საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში შექმნილი მძიმე სოციალურ–ეკონომიკური პირობების გამო ნიადაგი სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩა. ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების შენარჩუნება–ამაღლებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კრიტიკულ დონეს მიაღწია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოში როგორც ბიომრავალფეროვნების ფორმირებასა და შენარჩუნებას, ისე სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას, ამის დაშვების უფლება სახელმწიფოს არ აქვს. ჩვენი ქვეყნის მცირემიწიანობას ისიც ემატება, რომ მნიშვნელოვანი ფართობები უჭირავს დეგრადირებულ ნიადაგებს, რომლებიც სავარგულების 35 % შეადგენს.
მიმაგრებული ფაილები:
Soil Degradation – Challenges for Georgia-PDF [en]ნიადაგის დეგრადაცია - გამოწვევები საქართველოსთვის-PDF [ka]