ავტორიზაცია
მიკრორაოდენობა სულფატების განსაზღვრა კარბონატულ ქანებში და წარმონაქმნებში
ავტორი: ნინო თაყაიშვილითანაავტორები: გ. სუპატაშვილი
საკვანძო სიტყვები: კარბონატული ქანები, მიკრორაოდენობა სულფატები, ტურბიდიმეტრია
ანოტაცია:
კარბონატულ ქანებში და წარმონაქმნებში (კირქვები, სტალაქტიტები, მარჯანი, მინადუღი და სხვა) სულფატების განსაზღვრისათვის, მისი მცირე შემცველობის გამო (0.01-0.3%) აუცილებელია მაღალმგრძნობიარე მეთოდების გამოყენება. ამ თვალთახედვით ყველაზე მისაღებია ტურბიდიმეტრული მეთოდი. საანალიზო მოცულობაში სულფატების ოპტიმალური შემცველობიდან (50-150 მკგ 5.0 მლ-ში) გამომდინარე საანალიზო წონაკი 0.1-0.5 გ ფარგლებში უნდა იყოს. მისი პირდაპირი განსაზღვრა წონაკის მარილმჟავა ხსნარში გადიდებულ შედეგებს იძლევა. ამის მიზეზია BaSO4-ის სუსპენზიის ოპტიკური სიმკვრივის ზრდა Ca2+ თანაობისას. დასახული ამოცანის გადაჭრა შესაძლებელია Ca2+შენიღბვით, მოცილებით ან BaSO4-ის სუსპენზიის ოპტიკური სიმკვრივეზე მისი გავლენის გათვალისწინებით. ჩატარებული გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ კარბონატულ ქანებში და წარმონაქმნებში სულფატების ტურბიდიმეტრული განსაზღვრა საჭიროა ჩატარდეს Ca2+ფონზე. ამოცანა იმით მარტივდება, რომ საანალიზო ობიექტებში Ca2+ შემცველობა პრაქტიკულად მუდმივია და ახლოსაა თეორიულთან (≈40%). Ca2+ ფონური კონცენტრაციის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ BaSO4-ის სუსპენზიის ოპტიკური სიმკვრივე შედარებით სტაბილურია საანალიზო მოცულობაში (5მლ) 40-60 მგ Ca2+თანაობისას.
მიმაგრებული ფაილები:
ნინო-თაყაიშვილი-GEO [ka]ნინო-თაყაიშვილი-ENG [en]