ka | en
Company Slogan TODO

მეორადი ნედლეულიდან მიღებული ადსორბენტები სასმელი წყლის გასაწმენდად

ავტორი: ნინო გიორგაძე
საკვანძო სიტყვები: ადსორბცია, ნახშირბადოვანი მასალა, ხვედრითი ზედაპირი, მცენარეული ნარჩენი, სასმელი წყალი
ანოტაცია:

სოფლის მეურნეობაში ყოველწლიურად გროვდება მეორადი ორგანული ნარჩენების უზარმაზარი რაოდენობა. მცენარეული ნარჩენები: ხის ნახერხი, კაკლისა და თხილის ნაჭუჭები, ატმისა და ვაშლატამას კურკები და სხვა მიეკუთვნებიან მეორად მატერიალურ რესურსებს. უახლოეს ხანებში მცენარეულმა ნარჩენებმა შესაძლოა შეცვალონ მრავალი მასალა, მათი კომპლექსური სტრუქტურის გამო. ტოქსიკური და მავნე ნივთიერებებისგან სასმელი წყლის ადსორბციული გაწმენდის თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გვევლინება ახალი, იაფი და ეფექტური ადსორბენტების შექმნა, რადგან წყლის დაბინძურება თანამედროვეობის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. სასმელი წყლის ხარისხი წარმოადგენს კაცობრიობის ძირითად ეკოლოგიურ პრობლემას, რომელიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მოხმარებული პროდუქტების ეკოლოგიურ სისუფთავეზე. მოცემული სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში შემუშავებული ტექნოლოგიის სხვადასხვა პირობებში მეორადი ნედლეულიდან მიღებული ნახშირბადოვანი მასალების სორბციული თვისებების კვლევა და გამოყენება სასმელი წყლის გასასუფთავებლად.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com