ka | en
Company Slogan TODO

მაგნიტური ველით მართული ქვერცეტინ-დაკავშირებული რკინაშემცველი ნანონაწილაკების (ქრნნ) გავლენა ვირთაგვების ქცევით მახასიათებლებზე

ავტორი: ბუციკო ჩხარტიშვილი
თანაავტორები: თ. ქიმერიძე, მ. ქურასბედიანი, ნ. დორეული
საკვანძო სიტყვები: ქვერცეტინი, მაგნიტური ველი, რკინაშემცველი ნანონაწილაკები, ქცევა, ვირთაგვა
ანოტაცია:

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მიმართული მკურნალობის განსახორციელებლად უკანასკნელ წლებში აქტიურად გამოიყენება ნანონაწილაკები. უკავშირდებიან რა წამლებს, ნანონაწილაკები ზრდიან მათ სტაბილურობას და მიმართული ადმინისტრირების შესაძლებლობას [1]. ნანონაწილაკები მცირე ზომის გამო ადვილად გადიან მემბრანულ ბარიერებს და დიდია მათდამი ინტერესი ნანომედიცინის დარგში[1]. უკანასკნელ წლებში სხვადასხვა გენეზის დარღვევების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენება მცენარეული წარმოშობის ანტიოქსიდანტები, კერძოდ ფლავონოიდები. ამ კლასის ერთ-ერთი წარმომადგენელია ქვერცეტინი. მისი მრავალი ფარმაკოლოგიური ეფექტია ცნობილი: ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტისიმსიმნური, მაგრამ ცუდი ბიოშეღწევადობის გამო კლინიკაში მისი გამოყენება ნაკლებად ხდება [2]. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქვერცეტინის რკინაშემცველ მაგნიტურ ნანონაწილაკებთან (მნნ) დაკავშირება და სისტემურად შეყვანილი ქვერცეტინ-დაკავშირებული მაგნიტური ნანონაწილაკების (ქ-რნნ) ქცევითი ეფექტების შესწავლა ვირთაგვებში. ცდები ტარდებოდა ველური ხაზის თეთრ ლაბორატორიულ ვირთაგვებზე (180-200გრ.). კეტამინით ანესთეზირებულ და სტერეოტაქსულ აპარატში ფიქსირებულ ვირთაგვებში დღეგამოშვებით (3-ჯერადად) განხორციელდა ქ-მნნ-ის (ქვერცეტინი 4.5მგრ:54მკლ DMSO+34 მკლ რნნ (30ნმ)+45მკლ DMSO) კუდის ვენაში ინექცია ტემპორალური წილის პროექციაზე 1სთ-ის განმავლობაში გარე მაგნიტური ველის (1ტესლა) უნილატერალური ზემოქმედების პირობებში. ვირთაგვების ქცევითი პარამეტრების მონიტორინგი ღია ველსა დ T-ლაბირინთში იწყებოდა ქ-მნნ-ის ადმინისტრაციიდან 2-3 დღის შემდეგ. ცდები განხორციელდა ცხოველთა 2 ჯგუფზე: ვირთაგვები მაგნიტური ველის ექსპოზიციით და მაგნიტური ველის გარეშე. თითოეული ჯგუფი აერთიანებდა ექსპერიმენტების 4 სერიას: 1. კონტროლი + ფიზიოლოგიური ხსნარი, 2. +მნნ, 3. + ქვერცეტინი 4. +ქ-მნნ. ღია ველში (5დღე, დღეში 15წთ) შეფასდა მოტორული და ემოციური სტატუსის მაჩვენებლები, ხოლო T-ლაბირინთში (11 დღე, დღეში 10 სინჯი) სწორი რეაქციების რაოდენობა. მიღებული მონაცემები დამუშავდა სტატისტიკური პროგრამით PRIZM. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მაგნიტური ველი, ისევე როგორც მაგნიტური ნანონაწილაკები დამოუკიდებლად არ ცვლის ცხოველთა ქცევას. ქვერცეტინი როგორც დამოუკიდებლად, ისე მაგნიტურ-ნანონაწილაკთან დაკავშირებული იწვევს დასწავლის მაჩვენებლის სტატისტიკურად სარწმუნო გაზრდას, რაც გამოიხატა სწორი რეაქციების რაოდენობის მომატებით დასწავლის პირველ პერიოდში, ამასთან ქვერცეტინისა და ქ-მნნ სერიის მონაცემებს შორის სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავება არ იყო.


მიმაგრებული ფაილები:

The influence of magnetic field - driven Q-MNPs on behavioral parameters of rats [en]
მაგნიტური ველით მართული ქვერცეტინ-დაკავშირებული მაგნიტური ნანონაწილაკების (ქმნნ) გავლენა ვირთაგვების ქცევით მახასიათებლებზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com