ავტორიზაცია
Stress concentration in an elastic plate with a full-strength hole
ავტორი: Nana Odishelidzeსაკვანძო სიტყვები: ფირფიტის ღუნვა, დრეკადობა, დაძაბული მდგომარეობა
ანოტაცია:
შესწავლილია ძაბვების კონცენტრაციის ამოცანა კვადრატული ფორმის დრეკადი ფირფიტისათვის , რომელიც შესუსტებულია თანაბრად მტკიცე ხვრელით, ხოლო მისი წვეროების მიდამოები ამოჭრილია ერთნაირი თანაბრად მტკიცე რკალებით რომლებიც სიმეტრიულები არიან კოორდინატთა ღერძების მიმართ. ხისტი ძელები მოდებულია ფირფიტის საზღვრის ტეხილის ყოველ კომპონენტაზე. ფირფიტა განიცდის ღუნვას შეყურსული მომენტების მოქმედების შედეგად ძელის შუა წერტილებზე. საზღვრის უცნობი ნაწილები თავისუფალია გარე დატვირთვისაგან. კომპლექსური ანალიზის თეორიის მეთოდების გამოყენებით [1], დადგენილია სხეულის დაძაბული მდგომარეობა. დადგენილია საზღვრის უცნობი კონტურის განტოლება იმ პირობით რომ ტანგენციალური ნორმალური მომენტები მიიღებებ მუდმივ მნიშვნელობას. ჩატარებულია რიცხვითი ანალიზი და აგებულია შესაბამისი ფრაფიკები.
მიმაგრებული ფაილები:
Stress concentration in an elastic plate with a full-strength hole [en]ძაბვების კონცენტრაცია დრეკად სხეულში თანაბრად მტკიცე ხვრელით [ka]