ka | en
Company Slogan TODO

გრენანდერის სტატისტიკის ინტეგრალური კვადრატული წონიანი ცდომილების შეფასება კოლმოგოროვ-სმირნოვის სტატისტიკით

ავტორი: მალხაზ შაშიაშვილი
საკვანძო სიტყვები: მაქსიმალური დასაჯერობის შეფასებები, ძალდებული შეფასება, გრენანდერის შეფასება, არაზრდადი სიმკვრივეების არაპარამეტრული შეფასება, ინტეგრალური კვადრატული წონიანი ცდომილება, კოლმოგოროვ-სმირნოვის სტატისტიკა
ანოტაცია:

ამ ნაშრომში ჩვენ განვიხილავთ [0,1] ინტერვალზე განსაზღვრული არაზრდადი, საზოგადოდ შემოუსაზღვრელი, ალბათური სიმკვრივის ფუნქციათა გრენანდერის შეფასებას ამ სიმკვრივეთა ფუნქციებზე სიგლუვის ყოველგვარი მოთხოვნების გარეშე. X1,X2,...,Xn დამოუკიდებელ და ერთნაირად განაწილებული შემთხვევით სიდიდეთა ნებისმიერი ფიქსირებული n რაოდენობისათვის და არაზრდადი სიმკვრივის f(x), 0 < x < 1, ფუნქციისათვის ჩვენ ვამტკიცებთ უტოლობას, რომელიც სამართლიანია ალბათობით ერთი და გვაძლევს გრენანდერის სტატისტიკის ინტეგრალური კვადრატული წონიანი ცდომილების შეფასებას კლასიკური კოლმოგოროვ-სმირნოვის სტატისტიკით.შემდგომ ჩვენ განვიხილავთ ამ უტოლობის საინტერესო შედეგებს


მიმაგრებული ფაილები:

Malkhaz Shashiashvili,ENG [ka]
Malkhaz Shashiashvili,GEO [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com