Authorisation
ქისათიბის დიატომიტის საბადოს ამგები ქანების პეტროლოგია და წარმოშობის გეოლოგიური პირობები
Author: zura chilingarashviliKeywords: გეოლოგია, დიატომიტი, საბადო, პეტროგრაფია, პალეონტოლოგია
Annotation:
2018 წლის 2,3,4 ნოემბერს თსუ სამეცნიერო პროექტების დაფინანსებით განხორციელდა ექსპედიცია, რომლის მიზანი იყო ქისათიბის დიატომიტის საბადოს ამგები ქანების პეტროლოგია და წარმოშობის პირობების გარკვევა, მისი ასაკის დაზუსტება რაც ითვალისწინებდა პალეონტოლოგიური მასალის მოძიებას და მის ლაბორატორიულ დამუშავებას. სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილება მიიღო თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის მიმართულების სხვადასხვა კურსის 15 მა სტუდენტმა. პროექტის ხელმძღვანელი იყო მაგისტრანტი ზურა ჩილინგარაშვილი და ბაკალავრიატის სტუდენტი დავით ცუცქირიძე კონსულტაციას გვიწევდა თსუ-ს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანლი პროფესორი ბატონი ბეჟან თუთბერიძე. საკვლევი რაიონი მდებარეობს ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 15 კმ. მანძილზე, მდინარე ურაველის ხეობაში, ნასოფლარ ქისათიბის ტერიტორიაზე. საბადო ზღვის დონიდან 1408-1651 მ-ზე მდებარეობს. ქისათიბის დიატომიტის საბადოს აგებულებაში მონაწილეობს მიო-პლიოცენური ასაკის ლავური განფენები, რომლებიც შედგენილობით პასუხობენ დოლერიტულ და ანდეზიტო დაციტურ ლავებს; ასევე, გვაქვს პილოკლასტოლითები და ტუფები, რომლის შემადგენლობაშიც არის დიატომიტი. საკვლევი არეალი სწორედ მათ შორის არის მოქცეული. მისი სულ ზედა ნაწილი გადაფარულია მეოთხეული ნალექებით. ტექტონიკურად განვითარებულია ქისათიბის სინკლინი და ანტიკლინი. საბადოზე და მის ტერიტორიაზე ავიღეთ საჭირო ნიმუშები რომლებზეც ჩატარდა სხვადასხვა ტიპის კვლევები. ნიმუშებიდან დამზადდა შლიფები მიკროსკოპული დაკვირვებისთვის, ხოლო პალეონტოლოგიური მასალა გადაეცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის (ლ. დავითაშვილის სახ. პალეობიოლოგიის ინსტიტუტ-ს) გამოსაკვლევად. გეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ირაკლი ჯავახიშვილმა დაამზადა პეტროგრაფიული კვლევისთვის შლიფები რის საშუალებითაც მოხდა ქანების იდენტიფიცირება და მათი შედგენილობის გარკვევა. მოპოვებული პალეონტოლოგიური მასალის კვლევის შედეგად ლ. დავითაშვილის სახ. პალეობიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა თამთა კაპანაძემ გამოყო ფარულთესლოვანებს სამი ოჯახი რომლებიც - Angiosperms განყოფილებას განეკუთვნება, ესენია: Fabaceae (პარკოსნები), Salicaceae (ტირიფისებრნი) და Juglandaceae (კაკლისებრნი). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები, როგორც საველე ისე ლაბორატორიულ სამუშაოებზე და მიიღეს, როგორც საველე ისე ლაბორატორიული კვლევის გამოცდილება. მოხსენებაში გაანალიზებულია საბადოს საველე გეოლოგიური დაკვირვებისა და მოპოვებული მასალის ლაბორატორიული კვლევის მონაცემები. გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ერვნულ მუზეუმს და ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტს.